Latest Publications

ფეისბუქის გავლენა ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე

f-love-georgiaფეისბუქს დადებითი ზეგავლენა აქვს ჩვენს საზოგადოებრივ/პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

ხალხი საკუთარი სახელით და გვარით არის წარმოდგენილი, ამიტომ ის უარყოფითი, რაც ანონიმურად ან შორიდან ურთიერთობას ახლავს, აქ არ არსებობს.

პირადი ურთიერთობები კი, როგორც ცნობილია, ადამიანებს შორის მეტ სიახლოვეს განაპირობებს. (more…)

რას გავხარ შეჩემა

rasgavxarshechemaჩემმა ქუთაისელმა თანამშრომელმა ამხანაგს უთხრა – ”რას გავხარ შეჩემა”.

დიდი არაფერი, მაგრამ როგორც კი შეუხედავ ვინმეს დავინახავ მაშინვე ”რას გავხარ შეჩემა” მახსენდება ქუთაისური აქცენტით :)

აიყვანეთ ლოკოკინა

lokokinaსამსახურამდე სანამ მივალ მოზრდილი გზის გავლა მიწევს ფეხით.

ახლა წვიმების პერიოდია, ეს სულელი ლოკოკინები ასვალტიან ქუჩაზე ცდილობენ გადასვლას. ტროტუარზე მიიზლაზნებიან ხოლმე.

შეიძლება ვინმემ ფეხი დაადგას. ამიტომ ამყავს ხელში და იქვე ბალახებში ვსვამ. საინტერესო სანახავი ვარ ალბათ :D

zero

zerozero

კავსაძის ქუჩაზე ჩამიწუილა შავმა გაურეცხავმა BMW-მ. ნომერი ჰქონდა “0″.

აი ასე, უბრალოდ 0 ეწერა ნომრის შუაში და მეტი არაფერი :|

თეთრი ქალი

mcneba-8ერთი ქალბატონი ყოველ დღე ამოდის 24 ნომერ ავტობუსში 9:30-ზე.

30-40 წლის იქნება, თმები შეკრული აქვს, აცვია მუხლებს ქვემოთ კაბა და მთლიანად თეთრი პალტო, პალტოზე მოხვეული აქვს ”შარფი”.

ჯდება, ხსნის წიგნს და კითხულობს.

რამდენჯერმე ჩემს გვერდით დაჯდა და ჩავიხედე წიგნში, ლოცვების წიგნია, ყოველი დღისთვის თავისი ლოცვა აქვს ამოწერილი დამატებით ფურცლებზე. (more…)

”პრავა” ავიღე :)

pravaავიღე მართვის მოწმობა :)

თეორიაში სუფთად გავედი, ტარებაშიც გავდიოდი ზედმეტად რომ არ ეწუწუნა გამომცდელს, მერე იქვე 30 ლარი გადავიხადე და ხელმეორედ გავედი და საწუწუნო აღარ დავუტოვე :)

ჯერ საშიში არაფერია, ჯერ მანქანა არ მყავს, რომ ვიყიდი დამატებით შეგატყობინებთ :)

სამხრეთის ხედი

samsaxurisamxretiაი ასეთი ხედია ჩემი სამსახურიდან :)

ეს უფუნქციო მილი საბჭოეთის ნაშთია, მარცხენა კუთხეში შორეული ცისფეი შენობები კი ამერიკის საელჩოა, საბჭოეთის ერთერთი მთავარი დამაქცეველი.

ჩვენ აქ ვართ და ვმუშაობთ და ვმუშაობთ :) (more…)

ხელები მესვრება

problemaუამრავი გაჭირვებული ადამიანია. ბევრი შიმშილობს, ლუკმა პურიც კი სანატრელი აქვს.

ჰოდა ახლა რაზე გამახსენდა ეს – ჩემს სამსახურში სადილის დროს მოაქვთ კარგი საჭმელი. საკმაოდ კარგი მენიუ არის. ეს ყველაფერი აკურატულად დაფასოებულია პორციებად. (more…)

ბაირამ-X

bairam-Xყველა მუშა ერთნაირია ? :)

გავარემონტეთ სახლი.
მუშა დიდხანს მუშაობდა, რამდენიმე თვე იყო სახლში, ხშირად ღამეც რჩებოდა. ნორმალური კაცი ჩანდა. თითქოს გულიანადაც უდგებოდა სამუშაოს, აკურატულიც ჩანდა. (more…)

მურთხი

murtxiამ წუთას ფეხზე ამომაფოფხდა და კალთაში დამიჯდა პატარა კნუტი, სულ შავია და მეფერება, თავს მისვამს ხელზე და კრუტუნებს. ძალიან ალერსიანია და მოსიყვარულე.

სუუულ შავია, მურთხს ვეძახი ამიტომ :)